воскресенье, 12 декабря 2010 г.

და დაერქვა სიყვარული

ზღვის ნაპირზე ფიქრის ტალღებს აყოლილი
ისე უხმოდ მიენდობი ცისფერ ლანდებს,
ისე ძლიერ გატაცებას იგრძნობ მუზით
სუნთქვა შეკრულს მთვარის შუქი დაგივანებს.
              ნაზი თრთვილის სალბუნი და ცისკრის ზარი,
             გააღვიძებს სულში ჩასახლებულ ვარსკვლავს
             უკვდავების გვირგვინი რომ დაედგმება
             ისეთ გრძნობის დაბადებას მისცემს ძალას.
მარადიულ საფუძველზე ნაშობ ნორჩ ნერგს,
მზის სხივები უწურავენ ღვთიურ ნექტარს,
გულმოდგინედ ისეთ სათუთ განძად ქმნიან
კაცთა მოდგმას რომ ბადებენ მისით ნეტარს.
           და უწოდეს სიყვარული ნასაზრდოებს,
          გრძნობის მეფეს დააფარეს მცველი კალთა.
         ამ გონების მიუწვდომელ გაშმაგებას,
         ვარსკვლავების შუქ-ნათელი დაენათლა.

Комментариев нет:

Отправить комментарий