вторник, 23 ноября 2010 г.

წვიმს და ისე ვნერვიულობ, თითქოს რაღაც მაკლდება,
წვეთის-წვეთი თითქოს რეცხავს,
იმ საოცარ ხატებას.
     როცა გული ასე ღელავს,  ტანჯულია ლოდინით,
     წვიმის წვეთებს ვეღარ ვუძლებ, დარდი მაწევს ლოდივით.
მაშინ უფრო მენატრება, მაშინ უფრო მტანჯავს.
გაზაფხულო, მოიფარე საწვიმარი ფარდა!
მინდორი არ დაგისველოს, ამ პატარა ანცმა,
ჩამოუშვი, მოიფარე საწვიმარი ფარდა.
რომ შევიგრძნო შენი სუნი, სურნელება ვარდთა,
ზღვის ტალღების ბანაობა, თეთრი ღრუბლის კალთა.
შენი გული, მწვანე ფერი,ჭორაობა მთათა.
გაზაფხულო წვიმის ნაცვლად,ბარდნა მინდა ვარდთა.
აფეთქებულ ატმის ტოტში მზის სხივების ვარდნა.
საყვარელო! მოიფარე საწვიმარი ფარდა!

среда, 17 ноября 2010 г.

ბოშა ქალი

სადღეგრძელოა სუფრასთან ქალის წითელი ღვინით
ბახუსის ძალა გამკლავებია გრძნობების ალპებს..
ამოუხეთქავს ბოშა ქალში ზრახვებს თამამად
თამბაქოს კვამლშიც ვეღარ მალავს ვნებიან თვალებს.

вторник, 16 ноября 2010 г.

ფოთოლთა ცვენა

ყინვისგან დაზრობილ, დაჭმუჭნილ ფოთლებს,
შემოსწოლიათ უსაზღვრო სევდა
ზამთრის მარწუხებში საწყლად მოქცეულნი
მზის სითბოს მოლოდინს სულ წაულეკავს.
    ხიდან დედამიწას საწყლად დანარცხებულს
    სულ გაჰყვითლებია დარდისგან თმები.
    წარსულ დროებაში დაბრუნების სევდით
   ცრემლად დაუღვრია მომავლის დღენი.
სანამ ფოთლები გარდასულს მისტიროდნენ
გაზაფხულის სუნი მოასკდა არემარეს,
ხეებმა ახალი ფერები შეიძინეს
ტოტებში აუფეთქდათ სიმწვანის სიგიჟე.
           ყვითელი ფოთლები მზის გულს შეuფაკლავს
           მწვანე კი, სიყვითლემდე აგრძელებს სიცოცხლეს.

среда, 10 ноября 2010 г.

მავნე

ასკინკილით მივუყვები ქუჩას,
ნაწვიმარზე ცისარტყელა ელავს,
ზღვის ტალღები აწყდებიან ჯებირებს,
ვერ ისვენებს, მაინც შფოთავს, ღელავს.

აღმა-დაღმა

აღმართისკენ დააპირა, გაჩერდა,
ცხოვრებაზე ჩაიქნია ხელი,
ვერ გაუგო ამ უცნაურ დილემას,
ნაბიჯები გამოუდგა ნელი.
           დრომ გაუსწრო, ჩაუქროლა, გაცივდა
          მობრუნებაც მოუნდომა ლამის,
         მაგრამ წარსულს ვეღარ დააბრუნებდა
         ამიტომაც იქცა ფიქრად ღამის.
დაუნგრია სინამდვილემ კოშკები
ოცნებებში აგებული სათუთად,
დრომ თავისი მისაღები მიიღო
აწმყო ისევ გადაიქცა წარსულად.

ზღვა, მზე და მარტა

იდუმალება მოაწყდა საზღვრებს
ატმის რტოსავით აფეთქდა ჩემში
პატარა გოგოს გული აჩქროლდა
ამას `ლავ სთორი~ დავარქვით ჩვენში.
       მივუყვებოდი ფართო ხეივანს,
      მზის გულს ფოთლები უშლიდნენ კალთას
     პატარა ბიჭი დავლანდე იქვე
    ადევნებოდა პატარა მარტას.
ნაპირთან მისვლას დრო სჭირდებოდა
მზეც დაუცურდა ზღვას ლურჯ მკლავებში,
ოცნებამ ისევ აუშვა აფრა,
იძირებოდა ცისფერ ღრუბლებში.
        ეს ისტორია დიდხანს გაგრძელდა
       მეოცნებესაც დრო შემოაკლდა,
       პატარა მარტაც დიდობდა უკვე
      და გულის გულში ზღაპრებს მალავდა.

вторник, 9 ноября 2010 г.

თეთრი ტირიფი

ქარმა დაჰქროლა, ატირდა ჩუმად თეთრი ტირიფი
წვიმამ დანამა მისი თეთრი, ნაზი ყვავილი,
რატომ ტიროდა თეთრი ტირიფი, რა მოუვიდა?
ვინ მოენატრა, ვისთვის დაიშრო თვალებში ცრემლი?

         ქარმა უხეშმა არ შეიბრალა ნაზი სიცოცხლე,
        რტო მოაწყვიტა ტკივილიანი დატოვა მარტო
        რა ეშველება საბრალო ტირიფს, დარჩა ეულად,
        არავინ არის მისი `ჩემო~, ვაი საბრალო!.

понедельник, 8 ноября 2010 г.

ოცნების ძალა

როცა ზიხარ ოცნებებში ჩაფერფლილი,
ნაღვლიანი რომ გაჰყურებ ზეცას,
წარმოიდგენ ღმერთი გისმენს მადლიანი,
გაანათებს მისი ხილვა ზეცას.
     ხელს აღაპყრობ ზეცისაკენ სიხარულით,
     ღმერთო მოდი მომეშველე ბეჩავს,
     მე ხომ შენი სიყვარული მასაზრდოებს,
     მხოლოდ შენში ვხედავ კეთილ ნექტარს
არასოდეს მიმატოვო დიდებულო,
მომერევა უსაშველო სევდა.
 

четверг, 4 ноября 2010 г.

მარტო რა გინდა?

გადავუარე ოცნებით კლდეებს
და ცხრა მთას იქეთ დავიდე ბინა.
მარტო რა გვინდა უკაცრიელში,
კითხვა დამისვა ჩემმავე გულმა.
     რატომ დავშორდით ცხოვრების ედემს,
     სიმარტოვეში რა გვინდა კარგო?
     აქ არვინ მოვა და არვინ გკითხავს,
     რატომ  ხარ მარტო?
რატომ ხარ მარტო,
არც იქ უკითხავს არავის ჩემთვის,
გავიფიქრე და მით დავიშუშე გულის იარა,
მარტო ხომ ვიცი გრძნობით ვიყავი,
ხოლო მეგობრის კლებით კი არა.
     რა მნიშვნელობით სარგებლობდა მაშინ ცხოვრება,
     როცა სიმშვიდე მარტოობით მეკარგებოდა,
     მაშ რაღა მინდა, რომ დავუბრუნდე ცხოვრებას, ტიალს.
     აქაც კარგად ვარ
     თუნდ ნურვინ მოვა
და ნუღა მკითხავს–მარტო რა გინდა?
რატომ დაშორდი იმ სილამაზეს,
რასაც ცხოვრების სიამე ჰქვია.

აღდგომის ღამე

გუმბათს აერეკლა სხივი ზეციური
სანთლის სინათლემაც ზეცას მიაღწია,
ზარები აგუგუნდნენ, გული დაილია,
ღვთიური საღამო ლოცვაში გაილია.
          \ქრისტე აღსდგა~ მეთქი,  ჩუმად ვლოცულობდი,
           გულიც \ჭეშმარიტად~  ჩუმად მპასუხობდა,
           უფალი ყოვლისშემძლე, ჯვარზე რომ გააკრეს,
           ურჯულოებმა სიცრუეც დასწამეს.
ჩვენთვის რამდენი ტანჯვა აიტანა,
ეშმაკმა მაინც თავისი გაიტანა
ძმას გააყიდინა ვითომ გაიმარჯვა
იუდამც ბოროტი სიმართლე მოიმარჯვა.
            არასდროს დაივიწყებს ქრისტეს მოყვარულნი,
            უფლის თავგანწირვას მათი ცოდვებისთვის,
            სწორედ ამიტომაც აღდგომის საღამოს
           იწვიან სანთლები მისი დიდებისთვის.

სიზმარი

რაღაც მეგონა უჩვეულო ხდებოდა მაშინ,
აღარ მინდოდა, რომ მეღვარა ცრემლი მდუღარე,
ტყუილს არ ვამბობ, გეფიცები, მე ასე მწამდა,
ო, როგორ მწარედ დავიჯერე ეს სიმწუხარე.
     მაინც რა მოხდა, რამ შემცვალა თავად არ ვიცი,
     მაინც რა იყო ის ზღაპრული გადაჭარბება,
     იცი, არ მჯერა თუ არ მოხვალ არ გამიღიმებ.
     მაინც არ მჯერა, ჰქვია ამას გადამეტება?
ახლა მარტო ვარ, მაგრამ ნეტა გჯეროდეს მაინც,
ტყუილს არ ვამბობ, შენზე ფიქრი იყო ცისმარი,
ო, როგორ ტკბილად დამეძინა ერთხელ და მაშინ,
მხოლოდ შენ იყავ ვარდობისთვის ტკბილი სიზმარი.

вторник, 2 ноября 2010 г.

იები

წუხელ ლამაზი სიზმარი ვნახე,
ულევ სიხარულს ვეწაფებოდი,
ხსოვნას მართმევდა ოცნების ძალა
იებსაც მისთვის ვენაზებოდი.
            ლამაზ ოცნებებს ყვავილად ვკრეფდი,
            იებიც ცისკენ მიჰქროდნენ კრძალვით,
            კონას კონას ვაკოწიწებდი,
            მივაქროლებდი ეტლებით, მალვით.
აღარ მინდოდა გამოღვიძება,
რატომღაც გული მედაღებოდა.
არ ვიცი რატომ, ალბათ იმისთვის
შენგან შორს ყოფნა მენანებოდა.

ატირებული სანთლები

რამდენი სანთელიც დავანთე შენთვის
და რამდენჯერად მივედი მასთან,
მხოლოდ ცრემლები ატირდნენ უხმოდ,
მუხლმოდრეკილი ღვთისმშობლის ხატთან.
     ხატის ნაღვლიანმა ცქერამ დამაბნია,
     გულმა ვეღარ შესძლო ამდენის ატანა,
     ხატი მივატოვე, უხმოდ წამოვედი
     ჩემს თავს შევებრძოლე, დაგძლია სატანამ?
რამდენი ვებრძოლე გრძნობებს, რომ დამეძლია,
დაჩოქვა დავაპირე, ისევ მან დამძლია,
არა, ავქვითინდი, ეს ხომ სიზმარია,
ტანჯვას ამარიდე, დედაო მარია!.

დედოფალა

დილის ნიავს ჩამოვყევი ბაღში,
გული აღარ მიჩერდება სახლში.
მოვიკითხე, როგორა ხართ კარგო?
ჩავჩურჩულე, არსად დამეკარგოთ.
        ო, რამდენჯერ მოვეფერე ვარდებს.
        წითელ კაბას გადავწმინდე მტვერი,
        არ შეშინდეთ ჩემო კარგო, ვუთხარ.
       არ გეგონოს ვიყო თქვენი მტერი.
ვარდმა ნაზად გამიღიმა ტურფამ,
თავი მორცხვად დახარა და მკითხა,
მითხარ კარგო შენ ვის ეძებ ჩემში,
არვის ვეტყვი, დარჩეს მხოლოდ ჩვენში.
   

წითელი ვარდი

როცა მინდოდა შენთან ყოფნა მაშინ არ ჩანდი,
როცა მწყუროდა შენი ალერსი_გაუჩინარდი,
შენგან ველოდი, რომ მოგეტანა წითელი ვარდი!
შენ, არაფერი არ მითხარი და უხმოდ წადი.

Abend

es ist abend, weine ich stark
warum bist du gegangen?
wieviel habe ich geweint,
die ganze nacht ist vergangen.

  ich denke schmerzend nur an dich,
  und attemlos frage manchmal ich mixh,
  nur er ist meine Liebe? Macht?
  Gott, was fur ein vird die nachste Nacht?!
რას ნიშნავს როცა თავისუფლებას სრულად შეიგრძნობ,
როცა თვით შუქში შეიჭრება დიდი სინათლე,
როცა არ იცი თუ ვის უძღვნი შენს სიამაყეს,
და არც კი გჯერა სიყვარული თუ არს სიმართლე.
  როცა არც გჯერა ისეთ რამეს გაიგებ ხოლმე
  და გულს ოდნავი სიხარულით სიმღერას უძღვნი,
  და არც კი იცი, არის ღირსი თაყვანისცემის,
  ის, ვისკენაც შენ მთელი ძალით, გულით მიილტვი.

გული...

გული გამთბარი თუ ოდესმე ისევ გაცივდა,
თუ მიუხურა სიყვარულმა ალერსს კარები,
მაშინ ჩათვალე, რომ ვერასდროს ვეღარ იმღერებ
და არასოდეს არ მორჩება ნაიარევი.
  მაშინ არასდროს არ იფიქრო, რომ გაიმარჯვებ,
  ამის საბაბი არასოდეს არ მოგეცემა.
  უნდა იბრძოლო, მაგრამ მაინც რა გამოგივა?
  რასაც დაკარგავ არასოდეს დაგიბრუნდება.
დაჯექ, იტირე, ღვარე ცრემლი რამდენიც გინდა,
დიადისაკენ რომ ისწრაფვოდი რას გააწყობდი?
როდის იყო, რომ ღმერთმა კაცი ღირსად გახადა,
ის მიეტაცნა, რის ღირსადაც თავი ჩათვალა.