понедельник, 20 декабря 2010 г.

ბავშვობის ფერი

ბავშვობის ფერი მენატრება მუდამ ცხოვრება,
ის გზა განვლილი. სიბერეზე არც მინდა ფიქრი.
თმებში ჭაღარას განუსაზღვრელი ტკივილით ვიგებ,
დროის სიჩქარე დარდად მექცა, დამძიმდა ტვირთი.

როცა ოცნება ხარ, ასე უსაშველო

როცა ოცნება ხარ,
ასე უსაშველო.
როცა ვარსკვლავი ხარ,
ცაზე ანთებული.
მაინც როგორ გაჩნდი
ასე უკარება?
ღიმილიანი და
სულში ჩასაწვდომი.
განა სხვა ვინმე გგავს?
განა შეუძლიათ?
ეს იდუმალება,
რაღაც სხვა გვარია.
ტკბილი სიზმარი ხარ,
ხანაც გაოცება,
ასე უბრალოც ხარ,
თითქოს საოცრება.
ნეტა გაცოდინა,
როგორ ბავშვური ხარ,
ხანაც მიამიტი,
ხშირად ბრაზიანიც.
ჩემი სიცოცხლე ხარ,
ჩემი ოცნებები,
ჩემი გულის დარდი,
ჩემი სულის სითბო.
ნეტა როგორ გაჩნდი
ასე უკარება,
ვნატრობ, შენთან ერთად
საუკუნეც ვიყო.

воскресенье, 12 декабря 2010 г.

და დაერქვა სიყვარული

ზღვის ნაპირზე ფიქრის ტალღებს აყოლილი
ისე უხმოდ მიენდობი ცისფერ ლანდებს,
ისე ძლიერ გატაცებას იგრძნობ მუზით
სუნთქვა შეკრულს მთვარის შუქი დაგივანებს.
              ნაზი თრთვილის სალბუნი და ცისკრის ზარი,
             გააღვიძებს სულში ჩასახლებულ ვარსკვლავს
             უკვდავების გვირგვინი რომ დაედგმება
             ისეთ გრძნობის დაბადებას მისცემს ძალას.
მარადიულ საფუძველზე ნაშობ ნორჩ ნერგს,
მზის სხივები უწურავენ ღვთიურ ნექტარს,
გულმოდგინედ ისეთ სათუთ განძად ქმნიან
კაცთა მოდგმას რომ ბადებენ მისით ნეტარს.
           და უწოდეს სიყვარული ნასაზრდოებს,
          გრძნობის მეფეს დააფარეს მცველი კალთა.
         ამ გონების მიუწვდომელ გაშმაგებას,
         ვარსკვლავების შუქ-ნათელი დაენათლა.