среда, 12 января 2011 г.

მათრობელა

გაზაფხულის მათრობელა სურნელი
ზამთრის შემდეგ უფრო მახვევს თავბრუს
მაშინ მზესაც სხვა ხიბლი აქვს, სითბოსაც,
 ფერთა გამაც სხვანაირად მართობს.
       მზის ცხელ გულზე გარუჯული, ბედნიერი,
       სიცოცხლე რომ უფრო მეტად ფასობს, 
       გაკვირტული ხის ტოტებიც, მწვანე ფერიც,
       თვალთახედვას ალამაზებს, ატკბობს.
გაზაფხულის მათრობელა სურნელი,
ზამთრის შემდეგ უფრო მახვევს თავბრუს.